ვლადიმირ ზელენსკი - ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან, თავდაცვის საშუალებების შეძენის უფლება უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზოგიერთ დედაქალაქში შიში ჯერ კიდევ იმარჯვებს
ვლადიმირ ზელენსკი - ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან, თავდაცვის საშუალებების შეძენის უფლება უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზოგიერთ დედაქალაქში შიში ჯერ კიდევ იმარჯვებს

გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაბლოკვასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ზოგიერთ დედაქალაქში შიში იმარჯვებს.

„ლა რესპუბლიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან, უნდა ჰქონდეს უფლება, შეიძინოს თავდაცვის საშუალებები.

„ომის მერვე წელს მართლა არ გვაქვს ამის უფლება? ცხადია, გვაქვს. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან, უნდა ჰქონდეს უფლება, შეიძინოს ასეთი თავდაცვის საშუალებები, მაგრამ ზოგიერთ დედაქალაქში შიში ჯერ კიდევ იმარჯვებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ნატო-ს მხრიდან უკრაინისთვის სნაიპერული შაშხანების და უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო შეიარაღების მიყიდვა გერმანიამ დაბლოკა.