ვლადიმირ ზელენსკი - გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი
გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, არ არსებობს მცირე მსხვერპლი და ახლობლების დაკარგვით გამოწვეული მცირე მწუხარება.
„გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი. ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და ახლობლების დაკარგვით გამოწვეული მცირე მწუხარება. ამას ვამბობ როგორც უკრაინის, დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტი“, – წელს ვლადიმირ ზელენსკი.
გუშინ გამართული პრესკონფერენციის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა: „ერთი საკითხია მცირე შეჭრა და იმაზე დავა, თუ რა მოვიმოქმედოთ ან არ მოვიმოქმედოთ. თუმცა, თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის, თუ ისინი შემდგომში შეიჭრებიან უკრაინაში. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს პასუხისგება მოუწევს შეჭრის შემთხვევაში“.