ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანიას და უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ
გერმანიას და უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.
„დეტალურად განვიხილეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები და შეფასებით ნაწილში გვაქვს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. მე აღვნიშნე, ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს განვიხილავთ ენერგეტიკულ და ჩვენთვის და ჩვენი რეგიონისთვის უსაფრთხოების კუთხით საფრთხის შემცველ ჭრილში. ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ეს გეოპოლიტიკური იარაღია“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.