ვლადიმირ პუტინი - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბება პოლიტიკური პროექტია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას გამოეხმაურა. ვლადიმირ პუტინის შეფასებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბება პოლიტიკური პროცესია, რომლის მიზანიც უკრაინელი და რუსი ხალხის დაყოფაა.
„ამ პროექტის მიზანია არა მხოლოდ ნაციონალური, არამედ რელიგიური შუღლის გაღვივება. ტყუილად კი არ ამბობენ კიევში, რომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს” – განაცხადა პუტინმა სერბულ გამოცემა „ვეჩერნიე ნოვოსტისთან” ინტერვიუში.
პუტინის თქმით, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, სინამდვილეში, სრულად კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაშია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 6 იანვარს მიიღო.