ვლადიმერ პუტინი - რუსეთი საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის გარედან ჩარევას არ დაუშვებს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის გარედან ჩარევას არ დაუშვებს

რუსეთი საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის გარედან ჩარევას არ დაუშვებს, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„ვალდებულები ვართ, დავიცვათ არჩევანი ყველა გარე ჩარევისგან. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ რუსეთის სუვერენიტეტზე თავდასხმებს“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.