ვლადიმერ პუტინმა მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცესკო-ში საბუთები შეიტანა
ვლადიმერ პუტინმა მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცესკო-ში საბუთები შეიტანა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საბუთები შეიტანა. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

2024 წლის არჩევნებში პუტინი კენჭს იყრის როგორც კანდიდატი, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა თავად წარადგინა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, მმართველი პარტია „ედინაია რასია“ მას წინასაარჩევნო კამპანიაში დაეხმარება.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 8 დეკემბერს განაცხადა. არჩევნები რუსეთში 17 მარტს გაიმართება. ეს პუტინისთვის უკვე მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.