ვლადიმერ პუტინმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა
რუსეთის პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს წლის ბოლომდე სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. განცხადება ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ქალაქ ვლადივასტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.
„მოდით დავდოთ სამშვიდობო ხელშეკრულება. ახლა არა, მაგრამ წლის ბოლომდე, ნებისმიერი წინაპირობის გარეშე“, – მიმართა ვლადიმერ პუტინმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სხვა სადავო საკითხების გადაწყვეტაც გახდება შესაძლებელი.