ვლადიმერ პუტინი უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა
ვლადიმერ პუტინი უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც პუტინს კურსკის ადმინისტრაციის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა აცნობა, ტერიტორიიდან 133 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

სმირნოვი გამოვიდა ინიციატივით, კურსკის ოლქში დაზარალებულებს 15 ათასი რუბლის ოდენობის კომპენსაცია გადაუხადონ, რასაც პუტინმა მხარი დაუჭირა.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა პუტინს აცნობა, რომ მის რეგიონში გუშინ რთული ვითარება იყო. გუბერნატორის თქმით, იყო დრონებით თავდასხმის მცდელობა.