ვლადიმერ პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებების მიზანია, ყველას დაავიწყდეს, რა გააკეთა დასავლეთმა მთელი რეგიონების ქაოსში ჩაძირვით, მაგრამ არავის ავიწყდება, რომ დასავლეთმა „ჯინი ბოთლიდან გამოუშვა“
რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებების მიზანია, ყველას დაავიწყდეს, რა გააკეთა დასავლეთმა მთელი რეგიონების ქაოსში ჩაძირვით, მაგრამ მსოფლიოში არავის ავიწყდება, რომ დასავლეთმა „ჯინი ბოთლიდან გამოუშვა“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს დასავლეთისგან რუსეთმა მიიღო პირდაპირი უარი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ყველა პოზიციაზე და ცხადი გახდა, რომ საფრთხე ყოველდღე იზრდებოდა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის რეჟიმი ემსახურება მესამე ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც მას საცდელ პოლიგანად იყენებენ.
რუსეთის პრეზიდნეტის თქმით, რაც უფრო მეტ შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს მიაწოდებენ უკრაინას, რუსეთი მეტად იმოქმედებს საზღვრებიდან საფრთხის გასანეიტრალებლად.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთს არ შეუწყვეტია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ცეცხლის გაღვივების მცდელობა.
„საფრთხე ყოველდღიურად იზრდებოდა და როგორც ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას, ეჭვგარეშეა, რომ 2022 წლის თებერვლისთვის ყველაფერი მზად იყო დონბასში მორიგი სისხლიანი მოქმედებისთვის მათ წინააღმდეგ, რომლებსაც კიევის რეჟიმი არტილერიით, ტანკებითა და ავიაციით ბომბავდა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს დონეცკის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა: სწორედ მათ გააჩაღეს ომი, ჩვენ გამოვიყენეთ და ვიყენებთ ძალას მის შესაჩერებლად. ვინც გეგმავდა ახალ თავდასხმას დონეცკიზე, დონბასზე, ლუგანსკზე, ძალიან კარგად ესმოდათ, რომ ყირიმსა და სევასტოპოლზე თავდასხმა მათი შემდეგი ნაბიჯი იყო. ჩვენ ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ჩვენს სამშობლოს, დასავლეთის მიზანი კი შეუზღუდავი ძალაუფლებაა. უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, მის ესკალაციასა და მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება დასავლურ ელიტას და, რა თქმა უნდა, კიევის ამჟამინდელ რეჟიმს, რომლისთვისაც უკრაინელი ხალხი არსებითად უცხოა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.