ვლადიმერ პუტინი - მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები სრულად აღდგენილია
მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები სრულად აღდგენილია – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში, თურქ კოლეგასთან ვიწრო ფორმატში გამართული შეხვედრისას განაცხადა.
მოლაპარაკების დროს რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ყოველდღიურად ვითარდება.
„ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა, რაც რეგიონული საკითხების მოგვარებას გულისხმობს, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მომავალი უკეთესად დავინახოთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანთან ერთად რუსეთში იმყოფებიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შეირაღებული ძალების გენშტაბისა და სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელები.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის დელეგაციას შორის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება, რის შემდეგაც რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები სავარაუდოდ პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.