პუტინი - თურქეთში C-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის განთავსება პრიორიტეტია
პუტინი - თურქეთში C-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის განთავსება პრიორიტეტია

თურქეთში C-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის განთავსება პრიორიტეტია – ამის შესახებ თურქეთში ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„სამხედრო-ტექნიკურ სფეროში პრიორიტეტია საზენიტო-სარაკეტო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებული კონტრაქტების განხორციელება. მთავარაბათშორისი კომისიის პროფილურ სხდომაზე თანამედროვე რუსული სამხედრო პროდუქციის თურქეთში განთავსების საკითხი განიხილება“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-თურქეთის უმაღლეს დონეზე თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე.

თურქეთი სარაკეტო სისტემების შესყიდვას 2020 წლამდე გეგმავს.