თურქეთის ვიცე-პრემიერი – რუსეთს აფრინში სამხედრო ოპერაციის შეზღუდვას არ დავპირებივართ

21:27, 22.01.2018

თურქეთი რუსეთს სირიის ქალაქ აფრინში სამხედრო ოპერაციის შეზღუდვას არ დაჰპირებია, – ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა.

ბეკირ ბოზდაგის თქმით, სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ანკარამ წინასწარ განაცხადა.

სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვრიდან მიმდინარეობს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქურთების პოზიციებზე 170-ზე მეტი საჰაერო იერიში განხორციელდა. სირიელი ქურთების ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, აფრინის ოპერაცია ოთხი ეტაპით დასრულდება, რომლის საბოლოო მიზანი თურქეთ-სირიის საზღვარზე 30-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნაა.

მსგავსი