რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდება. პუტინი დაესწრება პეკინში „სარტყელისა და გზის ფორუმს“, რომელიც 17-18 ოქტომბრს გაიმართება.
როგორც სააგნტო „როიტერი“ აღნიშნავს, ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება ყოფილი სბაჭოთა კავშირის ქვეყნების გარეთ, მას შემდეგ, რაც მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.
გასული წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბურ ინტერვენციამდე ვლადიმერ პუტინი პეკინში ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც რუსეთმა და ჩინეთმა „უსაზღვრო პარტნიორობის“ შესახებ განაცხადეს.