ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი ნავთობპროდუქტების გადასაზიდად თანამედროვე ტანკერების წარმოებას იწყებენ
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი ნავთობპროდუქტების გადასაზიდად თანამედროვე ტანკერების წარმოებას იწყებენ

რუსეთი და აზერბაიჯანი ნავთობპროდუქტების გადასაზიდად თანამედროვე ტანკერების წარმოებას იწყებენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, ეს ქვეყნებს საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გაზარდონ ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე კასპიისა და აზოვი-შავი ზღვების გზით.

გარდა ამისა, პუტინმა ასევე ისაუბრა ორი სახელმწიფოს ერთობლივ გეგმებზე „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის პროექტის განხორციელების შესახებ.

„ეს დერეფანი ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე გასვლის, აგრეთვე მარშრუტების ორმხრივი სარგებლობისა და საერთო ინტერესების მიზნით გამოყენების საშუალებას იძლევა“, – განაცხადა პუტინმა.