ვლადიმერ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა
ვლადიმერ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18-19 აგვისტოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს.

კრემლის ცნობით, მოლაპარაკებებისას განხილული იქნება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ურთიერთობების განვითარების საკითხები, ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონული პრობლემები.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი განცხადების მიღება, ასევე მთავრობათაშორისი და სხვა დოკუმენტების ხელმოწერა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკანასკნელად აზერბაიჯანში 2018 წელს იმყოფებოდა.