ვლადიმერ ჩაჩიბაია - ვისურვებდით, ერთ დღეს ჩვენი ქვეყანა გვენახოს დასავლეთის დიდ ოჯახში, ევროკავშირსა და ნატო-ში
ვისურვებდით, რომ ერთ დღეს ჩვენი ქვეყანა გვენახოს დასავლეთის დიდ ოჯახში – ევროკავშირსა და ნატო-ში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.
„მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მნიშვნელოვანი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა, ვუსურვო სრულიად საქართველოს განვითარება, აყვავება, წინსვლა და ვისურვებდით, რომ ერთ დღეს ჩვენი ქვეყანა გვენახოს დასავლეთის დიდ ოჯახში – ევროკავშირსა და ნატო-ში“,- განაცხადა ჩაჩიბაიამ.