„ვიზუალ კეპიტალსი“ - რუსული წიაღისეული საწვავის ექსპორტით პირველ სამეულში ჩინეთი, ევროკავშირის ქვეყნები და ინდოეთი არიან
„ვიზუალ კეპიტალსის“ ცნობით, მაშინ, როდესაც რუსეთის შემოსავლები წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მცირდება, ბევრი ქვეყანა მაინც აგრძელებს რუსეთისგან მილიონობით დოლარის ღირებულების წიაღისეული საწვავის შესყიდვას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსული წიაღისეული საწვავის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 90%-ით შემცირდა, თუმცა 2023 წელს ევროკავშირმა მაინც განხორციელა 18 მილიარდი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტი.
გამოცემა აქვეყნებს იმ ქვეყნების ნუსხას, რომლებიც 2023 წელს რუსეთისგან წიაღისეულ საწვავს ყიდულობენ.
2023 წლის 16 მარტის მონაცემებით, სიაში პირველ ადგილზე არის ჩინეთი, რომელმაც რუსეთიდან 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საწვავის იმპორტი განახორციელა. მეორე ადგილზე არიან ევროკავშირის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთიდან 18,4 მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეული საწვავის იმპორტი განახორციელეს. მესამე საფეხურზეა ინდოეთი, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ რუსეთიდან იმპორტირებული წიაღისეული საწვავის რაოდენობა 10-ჯერ გაზარდა.