„ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლონიიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების განხორციელება ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარის“ (Ryanair) შემდეგ, უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმაც“ (Wizz Air) დაიწყო. ბოლონიის მიმართულებით რეისებს Wizz air, Ryanir-ის მსგავსად, კვირაში ორჯერ ასრულებს.
რეისის პირველ მგზავრებს აეროპორტში ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 2020 წლიდან კიდევ ორ ახალ მიმართულებას, ნიცას და კიოლნს ამატებს.