„ვისლას“ ფანებმა მერებაშვილი აღიარეს - ქართველი საუკეთესო ლეგიონერთა სიმბოლურშია
გიორგი მერებაშვილი პლოცკის „ვისლას“ ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – ინფორმაციას პოლონეთის ექსტრაკლასას კლუბი ავრცელებს.
პლოცკის „ვისლას“ ოფიციალური გვერდი ექვსი დღე აწარმოებდა გულშემატკივართა გამოკითხვას „ფეისბუკსა“ და „ტვიტერზე“. ხმა სულ 1500-ზე მეტმა გულშემატკივარმა მისცა და მათ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კლუბის ისტორიაში საუკეთესო თერთმეტ უცხოელში დაასახელეს.
რჩეულმა 11 ლეგიონერმა პლოცკის „ვისლას“ ფორმით 757 მატჩი ჩაატარა და 90 გოლი გაიტანა, გოლებიც ლამის მეოთხედი კი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა – ქართველმა შემტევმა ნახცევარმცველმა 116 მატჩში 22 გოლის გაიტანა მოახერხა.