ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებში შრომის უსაფრთხოების დესპანები ჩაერთნენ
ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებში შრომის ინსპექტორებთან ერთად, შრომის უსაფრთხოების დესპანები ჩაერთნენ. ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.
„სამუშაო ადგილებზე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში, შრომის ინსპექტორებთან ერთად შრომის უსაფრთხოების დესპანები ჩაერთნენ.
პირველ ეტაპზე, მოხალისეები მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში განთავსებულ ობიექტებზე არსებულ ვითარებას გაეცნენ. დასაქმებულები მოქმედი რეგულაციების დაცვაზე გამოკითხეს და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდეს.
შრომის უსაფრთხოების დესპანები სამუშაო ადგილებზე სექტორისთვის შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებას უწევენ ზედამხედველობას. ამ მიმართულებით პროექტისთვის შერჩეული სტუდენტები უშუალოდ შრომის ინსპექტორებმა გადაამზადეს.
შრომის უსაფრთხოების დესპანის პროგრამა შრომის ინსპექციის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. იგი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება. პროექტისთვის მონაწილეები საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებიდან შეირჩნენ“, – აცხადებენ შრომის ინსპექციაში.