ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა
ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ორბანის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.

მანამდე ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კრიტიკა მოჰყვა ევროპელი ლიდერების მხრიდან. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ორბანს მიმართა: „მოსკოვში თქვენი ვიზიტის შესახებ ჭორები, არ შეიძლება, იყოს სიმართლე. თუ შეიძლება?“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან.

ამასთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: „ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი შედგება მხოლოდ უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და არა – ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვიქტორ ორბანი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 1-ელი ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.