უნგრული მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანი ჩინეთში მიემგზავრება

23:33, 07.07.2024

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თვითმფრინავი ჩინეთისკენ მიფრინავს. ამის შესახებ უნგრული მედია წერს.

„ჩვენი ინფორმაციით, კიევში, მოსკოვსა და აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ ორბანი ჩინეთში მიემგზავრება“, – წერს მედია.

ორბანის თვითმფრინავი ჩინეთში, სავარაუდოდ, დილით დაეშვება.

უნგრეთის მთავრობაში თემაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი