„აქსიოსი“ – „მოსადის“ დირექტორი ირანის საკითხზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში იმყოფება
„მოსადის“ დირექტორი რომან გოფმანი ვაშინგტონში იმყოფება, რათა ირანის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები გამართოს. ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, წყაროების ცნობით, გოფმანი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, ჯონ რეტკლიფს შეხვდება.
ასევე მოსალოდნელია, რომ ის მაიამიში გაემგზავრება, რათა თეთრი სახლის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდეს.
„აქსიოსის“ თანახმად, ტრამპმა ჯერჯერობით უარყო ნეთანიაჰუს მოწოდება საომარი მოქმედებების განახლების თაობაზე. აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, 5 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ირანთან დაკავშირებულ ომის საკითხი განიხილეს.
„აქსიოსი“ წერს, რომ ამის ნაცვლად, აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პოზიციას დაეთანხმა, გაგრძელდეს ირანის წინააღმდეგ მიმართული საზღვაო ბლოკადა და ეკონომიკური ზეწოლა, პარალელურად კი, შემოწმდეს, შესაძლებელია თუ არა რაიმე შეთანხმების მიღწევა.