უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თვითმფრინავი ჩინეთისკენ მიფრინავს. ამის შესახებ უნგრული მედია წერს.
„ჩვენი ინფორმაციით, კიევში, მოსკოვსა და აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ ორბანი ჩინეთში მიემგზავრება“, – წერს მედია.
ორბანის თვითმფრინავი ჩინეთში, სავარაუდოდ, დილით დაეშვება.
უნგრეთის მთავრობაში თემაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.