ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოს მთავრობასა და პოლიციას არ სურთ, ან არ შეუძლიათ, დაიცვან პრაიდის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები, ეს სისუსტის ნიშანია
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„კიდევ ერთხელ, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა ძალადობრივად დაარღვიეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში.
კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობასა და პოლიციას არ სურთ, ან არ შეუძლიათ, დაიცვან პრაიდის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.