ვიოლა ფონ კრამონი - კანონპროექტის გაწვევა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოდან, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯი, არა რუსულ კანონს
ვიოლა ფონ კრამონი - კანონპროექტის გაწვევა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოდან, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯი, არა რუსულ კანონს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოდან, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯი. არა რუსულ კანონს“, – წერს კრამონი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.