ვიოლა ფონ კრამონი - 26 მაისი იმის შეხსენებაა, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს, ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„ბედნიერი დამოუკიდებელობის დღე საქართველო, ამჯერად, ჩვენი და თქვენი პარტნიორი უკრაინიდან. ყოველთვის მარტივი არ არის ამ სამეზობლოში დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაგრამ კარგია, რომ საქართველო დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და თქვენთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს. 26 მაისი იმის შეხსენებაა, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ. ახლა თითქმის გადაჭრილი საპარლამენტო კრიზისი ამის კარგი მაგალითია. თქვენ გადააქციეთ გამოწვევა შესაძლებლობად და ახლა თქვენი პარლამენტი უფრო სამართლიანი და დემოკრატიულია, ვიდრე აქამდე იყო. უფრო დიდი გამოწვევა რჩება თქვენი ტერიტორიების 20 პროცენტის დეოკუპაცია რუსეთის ჯარისგან და ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის სახლებში დაბრუნება. ევროკავშირი თქვენს გვერდითაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბრძოლაში. დაბადების დღეს გილოცავ საქართველო“, – აცხადებს კრამონი.
მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ევროპარლამენტარი ასევე ოკუპაციის საკითხსაც ეხება.
„უდიდეს გამოწვევად რჩება თქვენი ტერიტორიების 20 პროცენტის დეოკუპაცია რუსეთის ჯარებისგან და ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის სახლებში დაბრუნება. ევროკავშირი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბრძოლაში მტკიცედ დგას თქვენთან ერთად“, – წერს კრამონი.