ვილნიუსის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა [ფოტო]
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავის აღსანიშნავად, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში რამდენიმე ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშის ფერებში განათდება ვილნიუსის სამი ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – სამი ჯვრის მონუმენტი.
ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შენობის ფასადზე სიმბოლური წარწერა განათავსა და ადმინისტრაციის წინ მდებარე მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართა.