ვილნიუსის ცენტრში ორი ისტორიული ხიდი და კაუნასის მერიის ისტორიული შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა [ფოტო]
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა ვილნიუსის ცენტრში მდებარე ორი ისტორიული ხიდი და კაუნასის მერიის ისტორიული შენობა „რატუშე“.
26 მაისს ვილნიუსის მთავარ საკათედრო მოედანზე 16:00 საათზე გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და 16:10 საათზე, საქართველოს დროით 17:10 საათზე, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.