ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება
ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

აპრილიდან ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება, – ამის შესახებ ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესკავშირების განვითარებას.

„ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა. ამასთან, ვფიქრობთ, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ლიეტუვას შეუძლია, იამაყოს შესანიშნავი „სტარტაპებით“, რომელთა მოცულობა უკანასკნელ წლებში ხუთჯერ გაიზარდა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე მოვიზიდეთ 183 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და იმედი მაქვს, ამ სფეროშიც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.