ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვლავ შეფერხებაა
ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვლავ შეფერხებაა

ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვლავ შეფერხებაა.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში, ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და „ჯაზირას“ ავიახაზები ქუვეითი-თბილისი დაჯდა ერევანში.

„ამ ეტაპზე, 02:00 საათამდე ნავარაუდევია ხილვადობა 350 მეტრი, რაც არის ძალიან დაბალი და ამის გამო ავიაკომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას, დაჯდომა განახორციელონ სათადარიგო აეროპორტებში“, – აცხადებენ თბილისის აეროპორტში.

თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“, ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.