ვიეტნამში წყალდიდობას 17 ადამიანი ემსხვერპლა. 13 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სტიქია ტროპიკული შტორმის შედეგია, რომელიც ქვეყანას კვირას დაატყდა თავს.
სტიქიის გამო, 31 000-მდე ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
ვიეტნამს ტაიფუნი „ლინფაც“ უახლოვდება, რომელიც სინოპტიკოსების პროგნოზით, ხმელეთს უახლოეს დღებში მიაღწევს.