ვიეტნამში წყალდიდობას 17 ადამიანი ემსხვერპლა

14:48, 12.10.2020

ვიეტნამში წყალდიდობას 17 ადამიანი ემსხვერპლა. 13 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სტიქია ტროპიკული შტორმის შედეგია, რომელიც ქვეყანას კვირას დაატყდა თავს.

სტიქიის გამო, 31 000-მდე ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

ვიეტნამს ტაიფუნი „ლინფაც“ უახლოვდება, რომელიც სინოპტიკოსების პროგნოზით, ხმელეთს უახლოეს დღებში მიაღწევს.

მსგავსი