ვფიცავ! - 463-მა რეკრუტმა და წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო [ვიდეო/ფოტო]
12:37, 26.05.2019
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცი საზეიმოდ დადეს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა.
თბილისის გარდა (288 რეკრუტი) ფიცი დადეს ხუთ ადგილზე 175-მა რეკრუტმა და წვევამდელმა; ზუგდიდში – დადიანების სასახლეში, რაჭაში – მრავალძალის მონასტერში, ქართლში – კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში – ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში – გრემის მონასტერში (ჯამში 463 რეკრუტი და წვევამდელი).