ვენესუელის კომუნიკაციების მინისტრი აცხადებს, რომ ნიკოლას მადუროზე თავდასხმა სცადეს
ვენესუელის კომუნიკაციების მინისტრი ხორხე როდრიგესი აცხადებს, რომ კარაკასში ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე თავდასხმა სცადეს. აღლუმზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, შვიდი სამხედრო პირი დაშავდა, ნიკოლას მადურო კი უსაფრთხოდ არის.
აფეთქება კარაკასის ცენტრში, სამხედრო აღლუმზე ნიკოლას მადუროს სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. აფეთქების ხმამ პანიკა გამოიწვია. უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტი ადგილიდან დაუყოვნებლივ გაიყვანა.