პანიკა აღლუმზე ვენესუელაში – მედიის ცნობით, მადუროს გამოსვლისას აფეთქება მოხდა

02:56, 05.08.2018

ვენესუელაში, სამხედრო აღლუმზე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს სიტყვით გამოსვლის დროს სავარაუდოდ აფეთქება მოხდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაერში დრონზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

ინციდენტმა პანიკა გამოიწვია. უსაფრთხოების სამსახურმა მადურო ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე პირი.

https://twitter.com/AlbertoRodNews/status/1025875213072953344

https://twitter.com/Archivoconfiden/status/1025875758835789824

 

მსგავსი