ვენაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავებული შვიდი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია
ვენაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავებული შვიდი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ავსტრიის რადიოს ეთერში, ვენის ჯანდაცვის ასოციაციის სამედიცინო დირექტორმა, ექიმმა მიხაელ ბინდერმა განაცხადა.
მედიკოსის თქმით, დაშავებულებს ჭრილობები აქვთ მიყენებული როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღით.
ავსტრიის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ოთხი და დაშავებულია 17 ადამიანი. დაშავებულები დედაქალაქის რამდენიმე საავადმყოფოში არიან მოთავსებული. დაშავებულთა შორის პოლიციის 28 წლის ოფიცერია, რომლის მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკულია.