დავით ზალკალიანი – ტერორიზმი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა ერთობლივი ძალებით უნდა დამარცხდეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2 ნოემბერს ვენაში ტერორისტულ თავდასხმას Twitter-ით ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შეძრწუნებული ვარ ვენაში ]ტერორისტული თავდასხმის გამო. ვუსამძიმრებ ავსტრიელ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნავს მინისტრი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ტერორიზმი უნდა დამარცხდეს მსოფლიოს მასშტაბით.
„ტერორიზმი და ფუნდამენტური უფლებების შელახვა ერთობლივი ძალებით უნდა დამარცხდეს და საქართველო მზად არის, შეასრულოს ეს მისია თქვენთან ერთად,“ – ნათქვამია მიმართვაში.
Devastated by t/news about terror attack in #Vienna🇦🇹.Sending condolences 2🇦🇹people, families of t/victims &wishing quick recovery 2injured!With joint efforts, terrorism& violation must be defeated&🇬🇪 is strongly committed 2accomplish this mission together with you! @MFA_Austria
— David Zalkaliani (@DZalkaliani) November 3, 2020