დავით ზალკალიანი - ტერორიზმი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა ერთობლივი ძალებით უნდა დამარცხდეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2 ნოემბერს ვენაში ტერორისტულ თავდასხმას Twitter-ით ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შეძრწუნებული ვარ ვენაში ]ტერორისტული თავდასხმის გამო. ვუსამძიმრებ ავსტრიელ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნავს მინისტრი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ტერორიზმი უნდა დამარცხდეს მსოფლიოს მასშტაბით.
„ტერორიზმი და ფუნდამენტური უფლებების შელახვა ერთობლივი ძალებით უნდა დამარცხდეს და საქართველო მზად არის, შეასრულოს ეს მისია თქვენთან ერთად,“ – ნათქვამია მიმართვაში.
ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნეს, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია ხუთი ადამიანი, დაშავებულია 15 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთზე ძებნა მიმდინარეობს. სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.