ვენაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა
ვენაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

ვენაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოკლულია სამი სამოქალაქო პირი და ერთი თავდამსხმელი.

ბოლო მონაცემებით, დაჭრილია 15 ადამიანი. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ვენაში პოლიციის ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველები ერთ თავდამსხმელს ეძებენ. პარალელურად, ქვეყანაში მაქსიმალურადაა გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.