ვენაში, „ალბერტინას მუზეუმში“ ნიკო ფიროსმანის გამოფენა გაიხსნა [ფოტო]
ვენაში, „ალბერტინას მუზეუმში“ ნიკო ფიროსმანის გამოფენა გაიხსნა [ფოტო]

ვენის „ალბერტინას მუზეუმში“ ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ასევე, 1972 წელს პარიზში ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა – „ფიროსმანის პორტრეტი“.

პროექტის ფარგლებში, ასევე პირველად გამოიფინა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით Table Of Pirosmani, რომელიც მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.

გამოფენის მთავარი მიზანია, ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

ვენაში, „ალბერტინას მუზეუმში“ ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი, „ალბერტინას მუზეუმი“ და Infinitart Foundation Vienna.

პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია Julius Baer, TS Foundation, Lady Angela Nevill.