ვენაში, ირანის ელჩის რეზიდენციასთან ავსტრიის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაჭრეს
ვენაში, ირანის ელჩის რეზიდენციასთან ავსტრიის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაჭრეს

ვენაში, ირანის ელჩის რეზიდენციასთან ავსტრიის შეიარაღებული ძალების სამხედროს დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ასვტრიის 26 წლის მოქალაქე მოულოდნელად მიუახლოვდა დიპლომატის რეზიდენციასთან მყოფ დაცვის წევრს და ის მხარში დაჭრა.

სამხედრომ ჯერ წიწაკის აეროზოლი გაუშვა, ამის შემდეგ კი თავდასხმელს ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. ამ დრომდე უცნობია თავდამსხმელის მოქმედების მოტივი.

რეზიდენციის დაცვის წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციის განკარგულებით, უსაფრთხოების მიზნით ვენაში დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვა გაძლიერდა.