„ვეფხისტყაოსნის“ ახალი გრაფიკული გამოცემის პრეზენტაცია 30 ივნისს გაიმართება
„ვეფხისტყაოსნის“ ახალი გრაფიკული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმში 30 ივნისს გაიმართება.
200 გვერდზე მეტი მოცულობის გრაფიკული ნამუშევრები რომანისთვის მხატვარმა, დავით მაჭავარიანმა ხელით შეასრულა. ის პროექტზე სამ წელზე მეტ ხანს მუშაობდა.
ადაპტირებული ტექსტის ავტორი სალომე ბენიძეა. ტექსტზე სალომე ბენიძე მიხეილ ციხელაშვილსა და ნათია ნაფეტვარიძესთან ერთად მუშაობდა. მხატვრულ ნაწილში კი, სამუშაოებში დათო მაჭავარიანის სახელოსნო იყო ჩართული.