გაგარინის აღმართზე, ვეფხისა და მოყმის ძეგლთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თვითმხილველების ინფორმაციით, გზის საფარი მოყინული იყო და სწორედ ამან გამოიწვია შეჯახება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული ჯარიმით დაჯარიმდება.