ვედანტ პატელი - აშშ გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე და მოუწოდეს მოსკოვს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“
შეერთებული შტატები გმობს რუსეთის განგრძობით თავდასხმებს უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში და მოუწოდებენ მოსკოვს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პუტინი, უბრალოდ, არ ზრუნავს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე. კრემლის ასეთი ქმედებები უარყოფითად აისახება უკრაინელ ფერმერებზე და მსოფლიოს მასშტაბით იმ ხალხზე, ვინც ყველაზე დაუცველია სურსათის მხრივ. რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე გაანადგურა ათასობით ტონა უკრაინული მარცვლეული, მარცვლეული, რომელიც მიეწოდება გლობალურ ბაზრებს“, – აღნიშნა პატელმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა მარცვლეულის შესანახ ობიექტებზე გასულ ღამეს, მაგრამ ოდესიდან პირველი სატვირთო გემი გავიდა მას შემდეგ, რაც 17 ივლისს, „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადის ამოწურვის შემდეგ რუსეთმა ხელშეკრულება დატოვა.