ვატიკანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ვატიკანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ვატიკანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადება წმინდა საყდრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მატეო ბრუნიმ გააკეთა.

„დღეს ვატიკანის სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის დირექციის ამბულატორიაში მომსახურების გაწევა შეწყდა, რათა მოხდეს შენობის სანიტარული დეზინფექცია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა“, – ნათქვამია ბრუნის განცხადებაში.

ვატიკანში ინფიცირებულის ვინაობას არ ასახელებენ.

იტალიაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვი 3 858-ია. გარდაიცვალა 148 ადამიანი.