ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა, ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერია მობილიზებული. ხანძრის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძარი ვაშლოვანის ნაკრძალში მიმდინარე კვირაში ორჯერ გაჩნდა. ხანძარი, არსებული ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.