ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება
ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება

ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახდენს რეაგირებას აღნიშნულ შეტყობინებაზე.

მეხანძრე-მაშველები უკვე იმყოფებიან ნაკრძალის ტერიტორიაზე. ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება“, – აცხადებენ უწყებაში.

ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლი ტყის საფარს გაუჩნდა, სადაც სპეციალური ტექნიკის მისვლა შეუძლებელია.