ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძარია

14:58, 03.07.2021

ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ტყის საფარს გაუჩნდა, სადაც სპეციალური ტექნიკის მისვლა შეუძლებელია.

სავარაუდოდ, მეხანძრე-მაშველებსა და რეინჯერებს ხანძრის კერამდე მისვლა ფეხით მოუწევთ. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთოს.

ხანძარი ვაშლოვანის ნაკრძალში ორი დღის წინ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

მსგავსი