ვაშინგტონში ქვეითთა გადასასვლელი ხიდის ჩანგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
ვაშინგტონში ქვეითთა გადასასვლელი ხიდის ჩანგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.
კონსტრუქციის ნაწილი გზატკეცილზე ჩავარდა, სადაც მსუბუქ ავტომობილებში მსხდომი პირები დაშავდნენ. დაზიანდა სატვირთო ავტომობილიც, რომლის ცისტერნიდან საწვავი დაიღვარა.
პოლიცია მომხდარის მიზეზის დადგენას ცდილობს.